პროექტი „უკანასკნელი მისამართი. საქართველო“ არის საზოგადოებრივი ინიციატივა, რომლის მიზანია საბჭოთა ხელისუფლების წლებში პოლიტიკური რეპრესიებისა და სახელმწიფოს თვითნებობის მსხვერპლი საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის უკვდავყოფა. ინიციატივა მიზნად ისახავს ერთიანი ნიმუშის მრავალი ათასი მემორიალური ნიშნის განთავსებას იმ სახლების ფასადებზე, სადაც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთ ჰქონდათ უკანასკნელი მისამართი სიცოცხლეში.
პროექტის პრინციპია «ერთი სახელი, ერთი სიცოცხლე, ერთი ნიშანი».
პროექტის იდეა იშვა 2013 წელს რუსეთის კულტურული და სამეცნიერო ინტელიგენციის წრეებში.
პროექტს საფუძვლად დაედო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავყოფის პროექტის „ლოდი თავკიდური“ იდეა, რომლის ავტორია გერმანელი მხატვარი გიუნთერ დემნიგი.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2014 წლის მარტისთვის გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში განთავსდა 45 000 ათასზე მეტი მემორიალური დაფა.
პროექტის „უკანსკნელი მისამართი“ პირველი ხსოვნის ნიშნები გამოჩნდა მოსკოვში 2014 წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების დღეს. დღესდღეობით რუსეთის 30 ქალაქში პოლიტიკური ტერორის მსხვერპლთა პატივსაცემად განთავსებულია 500–ზე მეტი ხსოვნის ნიშანი.
დღეისათვის „უკანასკნელი მისამართი“ საერთაშორისო პროექტია. პროექტები «Posledníadresa» და "Остання адреса — Україна" წარმატებით ვითარდება ჩეხეთსა და უკრაინაში (შესაბამისად).
ამ პროექტს ასევე შემოუერთდნენ საინიციატივო ჯგუფები პოლონეთიდან, გერმანიიდან, ლატვიიდან, ბელორუსიდან, მოლდოვადან და რუმინეთიდან.
საქართველოში დაფუძნებული არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირი „უკანასკნელი მისამართი. საქართველო“ არის სრულიად დამოუკიდებელი ორგანიზაცია. ჩვენ ვიზიარებთ საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის იდეას, ვიცავთ ნიშნის გარეგნულ იერსა და მოწოდებას «ერთი სახელი, ერთი სიცოცხლე, ერთი ნიშანი». ორგანიზაციის ინიციატორები და დამფუძნებლები არიან კერძო პირები.
საფოსტო ღია ბარათის ზომის ერთი მემორიალური ნიშანი, რომელიც განთავსდება საქართველოს დაღუპული მოქალაქეების უკანასკნელ მისამართებზე, მიეძღვნება მხოლოდ ერთ ადამიანს. მისამართისა და სახელის მიხედვით მემორიალური ნიშნის განთავსების ინიციატორია კონკრეტული განმცხადებელი. პროექტი ითვალისწინებს საყოველთაოდ ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზის შექმნას, რომელშიც მსურველს შეეძლება ძებნა რეპრესირებული პირის სახელისა და მისამართის მიხედვით.
საძიებო სამუშაოს საფუძვლად უდევს საქართველოს არქივების მონაცემები, პროექტის «Soviet Past Research Laboratory» მასალები. საჭიროების შემთხვევაში ასევე გამოიყენება საერთაშორისო ორგანიზაცია «მემორიალის» მონაცემთა ბაზა.
ძალზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენი ამოცანაა არა მხოლოდ სახელმწიფო მოღვაწეების, მხედართმთავრების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროების წარმომადგენლების, არამედ აგრეთვე პოლიტიკური რეპრესიების შედეგად დაზარალებული უბრალო მოქალაქეების ხსოვნის უკვდავყოფა.
პროექტის საორგანიზაციო და ტექნიკური ინფრასტრუქტურის დაფინანსება, ასევე მემორიალური ნიშნების დამზადება და განთავსება ხორციელდება მოქალაქეებისა და ორგანიზაციების ნებაყოფლობითი მიზნობრივი შემოწირულობების ხარჯზე.
«უკანასკნელი მისამართი. საქართველო» იმედოვნებს, რომ ითანამშრომლებს ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომელიც იკვლევს საბჭოთა რეჟიმის პერიოდის პოლიტიკურ რეპრესიებს. თავის მხრივ პროექტი მზადაა შეძლებისდაგვარად დაეხმაროს ყველა დაინტერესებულ პირს.
უკანასკნელი მისამართის ნიშანი შემუშავებულია ცნობილი არქიტექტორის, ალექსანდრ ბროდსკის, მიერ, წარმოადგენს უჟანგავი ლითონის ფირფიტას ზომით 11,2x19 სმ. ფირფიტაზე დატანილია პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლის შესახებ მშრალი ცნობების შემცველი რამდენიმე ხაზი.
Идея проекта родилась в 2013 году среди русской культурной и научной интеллигенции.
В основу проекта легла идея проекта увековечения памяти жертв Холокоста «Камни преткновения» авторства немецкого художника Гюнтера Демнига.
В рамках этого проекта к марту 2014 года в Германии и других европейских странах было установлено более 45 000 мемориальных табличек.
Первые памятные знаки проекта «Последний адрес» были установлены в Москве в День прав человека 10 декабря 2014 года.
На сегодняшний день в 30 городах России установлено более 500 памятных знаков о людях, которые стали жертвами политического террора.
В настоящее время проект «Последний адрес» стал международным. Проекты «Posledníadresa» и "Остання адреса — Україна" успешно развиваются в Чехии и Украине, соответственно.
К этому проекту присоединились также инициативные группы из Польши, Германии, Латвии, Белоруссии, Молдовы и Румынии.
Грузинская Некоммерческая Юридическая Организация «Последний адрес. Грузия» является полностью независимой. Мы наследуем идею памяти жертв советского террора, внешний вид знака и призыв «Одно имя,одна жизнь, один знак». Инициаторы и основатели организации - частные лица.
Каждый из мемориальных знаков, размером с почтовую открытку, установленный по «Последним адресам» погибших граждан Грузии и посвящен исключительно одному человеку. Инициатором установки по адресу и имени выступает конкретный заявитель. Проект предусматривает создание общедоступной базы данных, в которой каждый желающий сможет выполнить поиск по имени репрессированного и адресу.
В основе поисковой работы лежат данные архивов Грузии, материалы проекта «Soviet Past Research Laboratory». При необходимости используется также база данных международной организации «Мемориал».
Очень важно, что нашей задачей является увековечение памяти обычных граждан, пострадавших от политических репрессий, а не только государственных деятелей, военачальников, представителей науки или искусства.
Финансирование организационной и технической инфраструктуры проекта, а также изготовление и установка мемориальных знаков осуществляется за счет добровольных целевых пожертвований граждан и организаций.
«Последний адрес. Грузия» рассчитывает на сотрудничество со всеми организациями, которые занимаются исследованием политических репрессий времен Советского режима. В свою очередь проект готов предоставлять всем заинтересованным посильную помощь.
Знак «Последнего адреса» разработан известным архитектором Александром Бродским, представляет собою пластину из нержавеющей стали размером 11,2 на 19 см. На нее наносится несколько строк с сухими сведениями о жертве политических репрессий.
პროექტის „უკანასკნელი მისამართი. საქართველო“ სამუშაო პროცესი მოიცავს რამდენიმე ეტაპს:
Рабочий процесс проекта «Последний адрес. Грузия» состоит из этапов: