როგორ გავხდეთ მემორიალური ნიშნის განთავსების ინიციატორი
თუ გსურთ გახდეთ პროექტის „უკანასკნელი მისამართი. საქართველო“ მემორიალური ნიშნის განთავსების ინიციატორი, პირველ რიგში უნდა გამოუგზავნოთ თქვენი განაცხადი პროექტის სამუშაო ჯგუფს.
განაცხადში მისათითებელი სავალდებულო მონაცემები
1) თქვენი გვარი, სახელი, მამის სახელი;
2) თქვენი e-mail;
3) თქვენი საკონტაქტო ტელეფონი;
4) იმ რეპრესირებული პირის გვარი, სახელი, მამის სახელი, რომლის ხსოვნის უკვდავსაყოფადაც გსურთ „უკანასკნელი მისამართის“ ნიშნის განთავსება;
5) რეპრესირებულის „უკანასკნელი მისამართი“, კერძოდ:
- ქალაქი;
- ქუჩა;
- სახლის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში – შენობა, კორპუსი და ა.შ.);
- თუ ცნობილია – ბინა;
6) თქვენთვის ცნობილი საკვანძო თარიღები რეპრესირებული პირის ცხოვრებიდან (როგორც მინიმუმ, წელი):
- დაბადების თარიღი;
- დაპატიმრების თარიღი;
- გარდაცვალების თარიღი;
7) მოხდა თუ არა რეპრესირებული პირის რეაბილიტაცია (თუ მოხდა, მიუთითეთ რეაბილიტაციის წელი);
8) ხართ ამ რეპრესირებული პირის ნათესავი? გაქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, ცოცხლები არიან თუ არა რეპრესირებული პირის სხვა ნათესავები (შვილები, ძმები, დები, შვილიშვილები, დისშვილები, ძმისშვილები)?
9) ცხოვრობთ იმ სახლში, რომლის ფასადზეც გსურთ „უკანასკნელი მისამართის“ მემორიალური ნიშნის განთავსება?
10) თუ მოწოდებული ცნობები რეპრესირებული პირის შესახებ მოიპოვეთ რომელიმე ღია წყაროდან, მიუთითეთ წყარო (ეს შეიძლება იყოს ინტერნეტის საიტი, რეგიონალური ხსოვნის წიგნი, ელექტრონულ ან ქაღალდის პრესაში გამოქვეყნებული მასალა და ა.შ.).
დაადასტურეთ, რომ მზად ხართ გადაიხადოთ მემორიალური ნიშნის დამზადებისა და განთავსების ღირებულება. დღესდღეობით ერთი ნიშნის ღირებულებაა 100 ლარი.
თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ იმ გარემოებაზე, რომ ეს თანხა უნდა გდაიხადოთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩატარდება ყველა საარქივო საძიებო სამუშაო რეპრესირებული პირის შესახებ ცნობების დადასტურების მიზნით, დასრულდება ორგანიზაციული მომზადება და განისაზღვრება მემორიალური ნიშნის განთავსების სავარაუდო (მიახლოებითი) თარიღი. უშუალოდ განაცხადის წარდგენისას რაიმე თანხის გადახდა საჭირო არ არის.
Как стать инициатором установки мемориального знака
Если Вы хотите стать инициатором установки мемориального знака в проекте «Последний адрес. Грузия», вам необходимо прежде всего прислать в рабочую группу проекта вашу заявку.
ЧТО НУЖНО ОБЯЗАТЕЛЬНО СООБЩИТЬ В ЗАЯВКЕ?
1) Ваша фамилия, имя, отчество;
2) Ваш e-mail;
3) Ваш контактный телефон;
4) Фамилия, имя, отчество; репрессированного, в память о котором вы хотели бы установить знак «Последнего адреса»;
5) Собственно «Последний адрес» репрессированного:
- город;
- улица;
- номер дома (если есть - строение, корпус и т.п.);
- если известно – квартира;
6) Известные вам ключевые даты жизни репрессированного (как минимум год):
- дата рождения;
- дата ареста;
- дата смерти;
7) Был ли репрессированный реабилитирован (если да, укажите год реабилитации);
8) Являетесь ли вы родственником этого репрессированного? Знаете ли вы, живы ли сегодня другие близкие родственники репрессированного (дети, братья, сестры, внуки, племянники)?
9) Живете ли вы в доме, на котором хотели бы установить знак «Последнего адреса»?
10) Если сведения о репрессированном взяты вами из какого-либо открытого источника, - укажите его (это может быть сайт в интернете, региональная книга памяти, публикация в электронной или бумажной прессе и т.п.)
Подтвердите, что вы готовы оплатить стоимость изготовления и размещения мемориального знака. В настоящее время эта стоимость составляет 100 лари за каждый знак.
Обращаем ваше внимание, что мы попросим вас заплатить эти деньги только после того, как пройдут все архивные поиски для подтверждения сведений о репрессированном, а также будет проведена вся организационная подготовка и определена примерная дата установки мемориального знака. Непосредственно при подаче заявки никаких денег платить не нужно.